Sunday, September 22, 2019

ტრენინგის-9 დღე
ტრენინგის ბოლო დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა,დღეს ვიმუშავეთ ბლოგზე შევქმენით პორტფოლიო გავაკეთეთ საკუთარი პროექტების ხუთწუთიანი პრეზენტაციები. ყველა პრეზენტაცია თავის მხრივ ძალიან საინტერესო და განსხვავებული იყო. ვიმსჯელეთ და დავუბრუნეთ ერთმანეთს უკუკავშირი. ვფიქრობ ტრენინგიდან ბევრი ვისწავლე. მომავალში ვგეგმავ აქტიურად გამოვიყენო მიღებული ცოდნა. უღრმესი მადლობა ქალბატონ დიანა მიქაძეს ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგისათვის.
პირველ მოდულში შევისწავლეთ თუ როგორ შევქმნათტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები და როგორ ჩამოვუყალიბო მოსწავლეებს 21 სა

უკუნის უნარ ჩვევები ჩემთვის სიახლე იყო ჩეკლისტების გამოყენება
   მეორე მოდულში ვიმუშავე პროექტის პორტფელიოს  პრეზენტაციაზე
    მესამე მოდულში გამოვიყენეთ ინტერნეტ რესურსები სწავლა სწავლების პროცესშიიიიიიიმუშაობის დროს აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანია
       გავეცანი ცხრილებს, რომელიც მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომელიც მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად გამოიყენება.
     მეოთხე მოდულში შევადგინეთ სასწავლო ნიმუშები შევისწავლე შეფასების 5სტრატეგია რომელიც პროექტზე მუშაობის დროს აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანია.კერძოდ მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასება, რომელიც გულისხმობს, რომ სწავლის პროცესი როგორ მივმართო
        მეხუთე მოდული შევაფასე  მოსწავლეთა პროექტები. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით
          მეექვსე მოდული გავაანალიზე 21 საუკუნის უნარ ჩვევების კონკრეტული გამოყენების  აუცილებლობა განვიხილე კოლეგების პროექტები, გვქონდა დროული უკუკავშირი
            მეშვიდე მოდულში ვიმუშავეთ შეფასების გეგმებზე შევქმენი შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთის.
               მერვე მოდულში ვისაუბრეთ სსსმ მოსწავლეთა საჭიროებებზე და მათ ჩართულობაზე საგაკვეთილო პროცესში. ასევე არაქართულენოვანი მოსწავლეების ჩართულობა პროექტებში.შევქმენით ფასილიტაციის რესურსები.
              განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები.
               ვიმუშავეთ ჩვენს საქაღალდეებში,დავახარისხეთ ინფორმაციები, ავტვირთე მოსწავლის ნაშრომი და მასწავლებლის პრეზენტაცია ჩემ ბლოგზე. 

No comments:

Post a Comment